Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

დავით ნარიმანიშვილი
დავით ნარიმანიშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1977 წლის 16 დეკემბერს ახალციხის რაიონის ქ. ვალეში.

1994 წელს დაამთავრა ქ. ვალის №1 საშუალო სკოლა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიციის აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1998-2000 წლებში მუშაობდა კერძო საადვოკატო ოფისში შპს ,,სიმართლე“-ში ადვოკატად.

2000-2003 წლებში დააარსა არასამეწარმეო იურიდიული პირი ,,დამოუკიდებელ იურისტთა კავშირი“, რომლის თავმჯდომარედაც მუშაობდა.

2002-2003 წლებში იყო ქ. ვალის და ახალციხის გამგეობის წევრი, ქ. ახალციხის გამგეობის იურისტი.

2003 წელს იყო ახალციხის №37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2004-2007 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად.

2006-2007 წლებში იყო მიწვეული ლექტორი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში.

2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შემდგომ კი სამმართველოს უფროსად.

2008 წელს დააჯილდოვეს ღირსების მედლით.

2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აგვისტომდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2011 წლის ნოემბრიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

2012 წლის ოქტომბრიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


აპარატი
ანნა მათიაშვილი
ანნა მათიაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 0353-22-38-22
ელ-ფოსტა: a.matiashvili@court.ge

ბიოგრაფია

ანნა მათიაშვილი.

დაიბადა 1991 წლის 24 მარტს ქ. გურჯაანში.

1997-2009