Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში კონკურსი გამოცხადდა

13-08-2019

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, ონის მაგისტრატი მოსამართლის  აპარატის   მანდატურის მეოთხე რანგის -პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

კანდიდატს, საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე, მიეცემა ზეპირი დავალება და ჩაუტარდება გასაუბრება. კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავა, მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ეტაპების შესახებ, დაკავშირება მოხდება კანდიდატის მიერ, განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა–2019 წლის 23 აგვისტო. ვაკანსიის ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთამბროლაურის რაიონული სასამართლო".

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია