Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მიღებაზე.

09-12-2014
ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს  კონკურსს სტაჟიორთა მიღებაზე.

მაღალკვალიფიციური  კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.

სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
) საქართველოს კონსტიტუცია;
) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის 1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები. 

"", "" და "" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ახალციხის  რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოშო (მის: ქ. ახალციხე კ. მებაღიშვილის . 62) უნდა წარმოადგინონ:
) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
) ავტობიოგრაფია;
) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
) ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4);
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა

 საბუთების წარდგენის ვადა განისაზღვრება განცხადების გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადით, 2014  წლის 9 დეკემბრიდან  22 დეკემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდაკონკურსი ჩატარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს  სამი  კვირისადაწვრილებითი ცნობებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სტაჟირების კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე:  ქ. ახალციხე კ. მებაღიშვილის . 62, ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 0 (365) 22-01-16, მობ: 5 77 28-18-52.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია