Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

10-06-2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

2015 წლის 9 ივნისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ლ. თ-ს და თ. ფ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდება წარდგენილი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, თითოეულ ბრალდებულს აღნიშნული მუხლის ოთხ-ოთხი ეპიზოდით გათვალისწინებული დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაში ედებოდათ ბრალი. ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ შესყიდვის დამადასტურებელი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებაში ჯგუფურად; საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი იყო ბრალად წარდგენილ ქმედებაში ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის.
ამდენად, სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა საფუძველზე ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია