Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

03-04-2017
ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნისა და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები (განყოფილების) კურიერ-მძღოლის თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს.კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ახალციხის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 16 აპრილი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ახალციხის რაიონული სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია