Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნა

01-11-2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნა

2017 წლის 30 ოქტომბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნა. სასამართლოს შენობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გახსნეს. გახსნის ცერემონიალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს პროკურატურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და იურიდიული დახმარების სამსახურის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასამართლოს შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, შენობის მეორე სართულზე განთავსებულია სასამართლოს სხდომის დარბაზი, მოსამართლისა და სასამართლოს აპარატის თანამშრომლების სამუშაო ოთახები. სასამართლოს შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს პირველ სართულზე მოეწყო და აღიჭურვა საკონფერენციო დარბაზი, სადაც ცერემონიის დასრულების შემდგომ გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია