მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ახალციხის რაიონული სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, აცხადებს კონკურსს სტაჟიორის მისაღებად. კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 28 იანვარი. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "ახალციხის რაიონული სასამართლო". |