Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

30-04-2015
შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

ახალციხის რაიონული სასამართლოს თანამშრომლები ახალციხისა და ახალციხის რაიონის სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრნენ. სასამართლოს თანამშრომლებმა ისაუბრეს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ, მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო პრაქტიკის თავისებურებებს, ასევე განხილული იქნა პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოების ფუნქციები და როლი მართლმსაჯულების საერთო სისტემაში. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით, მის მნიშვნელობასა და როლზე მართლმსაჯულების განხორცილებაში. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს პასუხი.
სკოლის მოსაწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაშ ”სასამართლო”-ში.
მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით და ამგავი შეხვედრების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია