ახალციხის რაიონული სასამართლო იღებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამოწვევას და უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას - „საქართველო ,,C“ ჰეპატიტის გარეშე“. თავის მხრივ, ახალციხის რაიონული სასამართლო გამოწვევას უგზავნის ხაშურისა და თელავის რაიონულ სასამართლოებს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს გზავნილია: 1. ცხოვრება C ჰეპატიტის გარეშე; 2. დროული დიაგნოსტიკა განკურნების გარანტიაა; 3. დავიცვათ ჰიგიენის ნორმები.
|