ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსს ჩაატარებს ახალციხის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 26 ნოემბერი. ვაკანსიის ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ახალციხის რაიონული სასამართლო". |