საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურს სასამართლო მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად!
ტრენინგში მონაწილეობის მსურველნი თავისუფლდებიან სწავლების საფასურისაგან. სანაცვლოდ, ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში სერტიფიცირებული მედიატორები ვალდებულნი იქნებიან ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღონ მონაწილეობა ახალციხის სასამართლო მედიაციის პროექტში მედიატორის სტატუსით. ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება 25 საათი და ჩატარდება ა/წ 28-30 ოქტომბერს, ქ. ახალციხეში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შესრულებული აქვს 28 წლის ასაკი. უპირატესობა მიენიჭებათ ქ. ახალციხის მცხოვრებთ და უმაღლესი იურიდიული ან ფსიქოლოგიური განათლების მქონე კანდიდატებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 1 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mediation@hcoj.gov.ge ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
1. ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ელექტრონული ასლ(ებ)ი;
3. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ელექტრონული ასლ(ებ)ი;
4. სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს მედიატორობა;
5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს საკონკურსო კომისია მოიწვევს გასაუბრებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
|