Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ოთხი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

31-05-2012
 ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ოთხი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

2012 წლის 31 მაისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად  გამამართლებელი განაჩენი დადგინა, ბრალდებულების ი.  კ-ს, მ. -ის, ნ. -ის და ზ. -ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ბრალდების მიხედვით ი.  კ-ს, მ. -ს, ნ. -ს და ზ. -ს ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 22 აპრილს ი. კ-ე, მ. -ე, ნ. ნ-ე და ზ. -ე. გამოძიებით დაუდგენელი ადგილიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ 300 მმ დიამეტრის 12 მეტრი სიგრძის 1230 კგ ოდენობით ლითონის მილებს, რომელიც ჩააბარეს ლითონის მიმღებ პუნქტში, ხოლო აღებული თანხა, რომელიც შეადგენდა 468 ლარს მოიხმარეს პირადი საჭიროებისათვის.

საქმის არსებით განხილვისას ბრალდებულებმა არ ცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ ლითონის მილები, იყო ნ. -ს. საკუთრება და ნ. -ს. სურვილით ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში.

სასამართლომ, ბრალდებულების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე არ იყო დადგენილი დაზარალებული, ჩათვალა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა ბრალდება და შესაბამისად ოთხივე ბრალდებულის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია