Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ხუთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

15-03-2012
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ხუთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

2012 წლის 15 მარტს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამამართლებელი განაჩენი დადგინა. ა. ჩ-ს საქართველოს ,,წითელ ნუსხაში’’ შეტანილი მურა დათვის მოკვლა, მის ოთხ მეგობარს კი აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად, თუმცა სასამართლომ საკითხი მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ბრალდების მიხედვით ფ. -ს, . -ს, გ. -ს, ზ. -ს. და ო. -ს. ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის 4 დეკემბერს ფ. -ე, . -ე, გ. -ე, ზ. -ე. . -ე და ა. ჩ-ა  სანადიროდ იმყოფებოდნენ ადიგენის რაიონის სოფელ მ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, სადაც ა. . თავისი კუთვნილი სანადირო თოფიდან ორი გასროლით მოკლა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მურა დათვი. გ. -ს, გ. -ს, ო. -ს, ფ. -ს, ზ. -ს და ა. -ს. ბრალი წარედგინათ, როგორც ამსრულებლებს, რომლებიც ერთობლივად მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაში. ა. -ნ. გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო ფ. -ს, . -ს, გ. -ს, ზ. -ს. და ო. -ს. მიმართ გამოიყო საქმე ცალკე წარმოებად.

სასამართლომ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და დაადგინა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ . -ემ, . -ემ, . -ემ, . -ემ. და . -ემ. უშუალო მონაწილეობა მიიღეს . -ს. მიერ მურა დათვის მოკვლაში. შესაბამისად, სასამართლომ ეჭვი ბრალდებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა და ხუთივე პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია