გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები. კერძოდ, ამოღებულ იქნა "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის 11 და 5 პუნქტები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, რომლებიც ითვალისწინებდნენ სახელმწიფო ბაჟის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხვას. 2012 წლის 22 ივნისიდან სახელმწიფო ბაჟი მხარეთა მიერ შეიტანება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტებია:
ბანკის დასახელება - ქ.თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა"
ბანკის კოდი - TRESGE22
ანგარიშის N - 200122900
თვითმმართველი ერთეულის დასახელება სახაზინო კოდი:
ახალციხე 3 0058 3150
ასპინძა 3 0059 3150
ადიგენი 3 0061 3150
ბორჯომი 3 0062 3150 |