ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ახალციხის რაიონული სასამართლოს თარჯიმნის, ასპინძისა და ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს დამლაგებლის პოზიციის დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარადგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 17 ოქტომბერი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ახალციხის რაიონული სასამართლო" |