Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

03-07-2013
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

2013 წლის 3 ივლისის ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებულები: მამუკა ხვედელიანი, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ბლიაძე, სერგო სამსონიძე და გიორგი ლომიძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე არა თუ არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ ხშირ შემთვევაში გამორიცხავდნენ დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებს. ამასთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების (პირის ამოცნობის) ოქმები, რომლებიც მნიშვნელოვან მტკიცებულება შეიძლება გამხდარიყო პირის ბრალდების ნაწილში შეუსაბამომაში მოდიოდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეო ჩანაწერთან, რამაც მტკიცებულებების ავთენტურობა ეჭქვეშ დააყენა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შენთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლეოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტს, შესაბამისად სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია