2013 წლის 23 სექტემბერის განაჩენით ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული ა. პ. უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა წარდგენილ ბრლდებაში. მას ბრალი ედებოდა ზ. მ.-ის ცემაში. სასამართლოში ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.
სასამართლომ გამოიკვლია საქმის მასალები და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდება არ ემყარებოდა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა საკმარის ერთობლიობას, არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა. პ.-ის ბრალეულობაში.
ამდენად, სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ბრალდებული - ა. პ.-ნი უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და იგი გაამართლა. |