Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

მწვანე ყუთი

13-02-2012
მწვანე ყუთი

ბათუმის საქალაქო სასამართლო შეუერთდა სოციალურ პროექტს - „მწვანე ყუთი". პროექტის ფარგლებში სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში ე.წ. „მწვანე ყუთები" დაიდგა, რომლებშიც მოთავსდება მოხელეთა მიერ გამოყენებული მაკულატურა.

პროექტს ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი", აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის დამკვიდრებას.

პროექტის ფარგლებში აკუმულირებული თანხის გამოყენებით განხორციელდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიუსაფარ ბავშვთა სახლებში მყოფი ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია