Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეხვედრები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

07-03-2012

26.12.2012

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სკოლა-ლიცეუმ "მასტერკლასის" მე-9 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.


http://www.courts.ge/files/images/info/26-12-2012/1356523707_DSC_0633.JPGამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლომ სკოლა-ლიცეუმ "მასტერკლასის" მე-9 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს სხვადასხვა აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების და კულტურის ამაღლებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსწავლეები უშაუალოდ  გაეცნენ სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას, დაესწრნენ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეთა განხილვებს. 2012 წლის 22 დეკემბერს ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელსაც ესწრებოდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და მოქმედი ადვოკატები.ბათუმის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს.

 

 

27.06.2012

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.


ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას გადიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში. ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის მოსამართლეებს და სასამართლოს მენეჯერს. მოსამართლეები მოსწავლეებს ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, საოჯახო დავებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და ასეთი კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკაზე.მოსწავლეები დაინტერესდნენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა სამართალწარმოებით, მათთვის სასურველ კითხვებზე მოსამართლეებისაგან მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ გადაეცათ ბროშურები "ბავშვი და სამართალი". მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობითა და თანამშრომელთა გულისხმიერებით და ხშირად შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. ბათუმის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს.

 

 

15.05.2012

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის №20 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.


ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის №20 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის მოსამართლეებს და სასამართლოს მენეჯერს.

მოსამართლეები მოსწავლეებს ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, საოჯახო დავებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და ასეთი კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკაზე. მოსწავლეები დაინტერესდნენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა სამართალწარმოებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, მათთვის სასურველ კითხვებზე მოსამართლეებისაგან მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ გადაეცათ ბროშურები "ბავშვი და სამართალი".მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობითა და თანამშრომელთა გულისხმიერებით და ხშირად შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.ბათუმის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს.

 


07.03.2012

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.


  2012 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის მოსამართლეებს და სასამართლოს მენეჯერს. მოსამართლეები მოსწავლეებს ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, საოჯახო დავებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და ასეთი კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკაზე. მოსწავლეები დაინტერესდნენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა სამართალწარმოებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, მათთვის სასურველ კითხვებზე მოსამართლეებისაგან მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ სასამართლოს თანამშრომლებმა გადასცეს ბროშურები "ბავშვი და სამართალი". მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობითა და თანამშრომელთა გულისხმიერებით და ხშირად შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. ბათუმის საქალაქო სასამართლო ახლო მომავალში აპირებს აჭარის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რითაც მსგავს შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი მიეცემა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია