მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, კვალიფიციურ იურიდიულ განვითარებას და სამართლებრივი კვლევების წარმართვას. დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების და სემინარების ჩატარება სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობის და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის ფარგლებში წელიწადში ერთხელ ორგანიზება გაუწიონ მოსამართლეებისა და სტუდენტების ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას; ხელი შეუწყონ სასამართლოს მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მონაწილეობას; ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თვმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა და ა(ა)იპ „აბროგაცია“-ს თავმჯდომარემ დავით ანანიძემ. |