Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ კოსტანტინე საფარიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

24-01-2014
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ კოსტანტინე საფარიძის  მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

   2014 წლის 24 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულ კოსტანტინე გიორგის ძე საფარიძის მიმართ.
        

   საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ ბრალდებული კოსტანტინე გიორგის ძე საფარიძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

   საქმის განხილვისას დადგენილი იქნა, რომ კონსტანტინეს საფარიძეს ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ, რის გამოც იგი ნასამართლობის არ მქონედ ითვლებოდა.

    კოსტანტინე საფარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო  გაუქმდა.
გამართლებულ კოსტანტინე საფარიძეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების  უფლების შესახებ.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია