Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ოთარ ვარდუაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა

04-02-2014
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ოთარ ვარდუაშვილის   მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა

        2014 წლის 31 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო  სხდომაზე განხილვა ბრალდებულ ოთარ ვარდუაშვილის მიმართ.

   საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ ბრალდებული ოთარ ვარდუაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით  გათვალისწნებულ ქმედებაზე შეწყდ სისხლისსამართლებრივი დევნა.

              სასამართლო განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით პირის ბრალდებისათვის სავალდებულოა ორი პირობა - 1) პირი ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული უნდა იყოს  ნარკოტიკული საშუალების  ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის და 2) პირმა კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება  ექიმის დანიშნულების გარეშე.

            სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ფორმალურად ოთარ ვარდუაშვილს ბრალდება სწორად აქვს წარდგენილი, კერძოდ - 2013 წლის 22 აგვისტოს ადმინისტრაციული სახდელი დაედო, ხოლო 2013 წლის 18 სექტემბერს კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, მაგრამ  საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2014 წლის 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, სწორედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე მსჯავრდებული იქნა ოთარ ვარდუაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, შესაბამისად ამავე სახდელის დადების შესახებ დადგენილების საფუძველზე ოთარ ვარდუაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილთან, ისე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 18-ე მუხლის მე-2 ნაწილთან.

            სასამართლო განმარტა, რომ ოთარ ვარდუაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 აგვისტოს დადგენილების გამო, ამიტომ მასზე ამავე დადგენილების საფუძველზე კვლავ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელება მიზანშეუწონელია და სასამართლო მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდმოდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ოთარ ვარდუაშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად ამ უკანასკნელის მიმართ  შეწყდ სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია