Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

13-02-2014
ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი  განაჩენი გამოიტანა

 ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 13 თებერვალს თამაზ დიასამიძის ბრალდების საქმის განხილვის შედეგად დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი;
საქმის განხილვით დადგინდა, რომ თამაზ დიასამიძე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენით უკვე მსჯავრდებულია დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რომლის მიხედვით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა 2013 წლის 01 აგვისტოს თამაზ დიასამიძეზე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი;

 

 მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იქნა იგივე 2013 წლის 01 აგვისტოს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების  შესახებ დადგენილების საფუძვლით; თამაზ დიასამიძეს განმეორებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება  ნარკოლოგიური შემოწმებით დაუდგინდა 2013 წლის 06 ოქტომბერს და ბრალი  წრადგენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელშეფარდებული პირის მიერ;
ვინაიდან დადასტურდა, რომ თამაზ დიასამიძე ერთხელ უკვე მსჯავრდებულია ანალოგიური ქმედებისათვის (2013 წლის 01 აგვისტოს ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილება), განმეორებით მის მიმართ იგივე ქმედებისათვის მსჯავრდება   ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ პრინციპებს;

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია