Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა ბრალდებულების - გურამ ჭაღალიძის და გოჩა ფაშალიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

12-03-2014
ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა  შუამდგომლობა ბრალდებულების - გურამ ჭაღალიძის და გოჩა ფაშალიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

2014 წლის 11 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის შუამდგომლობა ბრალდებულების - გურამ ჭაღალიძის და გოჩა ფაშალიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
გურამ ჭაღალიძის და გოჩა ფაშალიშვილის ბრალად ედებათ თაღლითობის ჩადენა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები, მიიჩნია, რომ პროკურორის შუამდგომლობა საფუძვლიანია და იგი დააკმაყოფილა, ბრალდებულების - გურამ ჭაღალიძის და გოჩა ფაშალიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ”ბ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეთ ბრალდებულებს  - გურამ ჭაღალიძეს და გოჩა ფაშალიშვილს.
სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია პროკურორის არგუმენტაცია, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხესთან დაკავშირებით და  აღნიშნა, რომ მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს ამყარებს დასაბუთებული ვარაუდით ჩადენილი ქმედების ხერხი და ბრალდებულების პიროვნება, რომლებმაც დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, ჯგუფურად ჩაიდინეს არამართლზომიერი ქმედება.
ამასთან, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დასაბუთებული ვარაუდით ჩადენილი ქმედების ხერხს, კერძოდ იმ ფაქტს რომ გოჩა ფაშალიშვილი დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე ბათუმის და ხელვაჩაურის რაიონულ პროკურორებს წარუდგა როგორც მოქმედი პროკურორი, რაც ამ ეტაპზე მიუთითებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ "საჭიროები"-ს შემთხვევაში მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოება.

ის, რომ გოჩა ფაშალიშვილი წარსულში იყო პროკურორი და ამჟამად მოქმედი ადვოკატია და დასაბუთებული ვარაუდით ასეთი ხერხით დაეუფლა თანხას, კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ჩადენის თაობაზე.

სასამართლომ ასევე გაიზიარა პროკურორის დასაბუთება, რომ ბრალდებულთა მხრიდან პროკურატურის სახელით დასაბუთებული ვარაუდით მოტყუებით  თანხის დაუფლება ლახავს სამართალდამცავი სტრუქტურების იმიჯს და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია