Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მომხმარებელთა კვლევა ჩატარდა

20-06-2011
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მომხმარებელთა კვლევა ჩატარდა

  2011 წლის მაისის თვეში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მომხმარებელთა კვლევა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 616 რესპოდენტი. კითხვები ძირითადად სასამართლოში არსებულ გარემოს, მოქალაქეებისადმი თანამშრომელთა დამოკიდებულებას, საქმის განხილვის ვადებს და სასამართლოს მიმართ ნდობას შეეხებოდა. ყველა პარამეტრის მიხედვით ბათუმის საქალაქო სასამართლოში მდგომარეობა დადებითად შეფასდა, რაც საბოლოო ჯამში სასამართლოსადმი ნდობის გაზრდაში გამოიხატა. კვლევის შედეგების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართ სრული ნდობა გამოკითხულთა 68%-მა დააფიქსირა, 16,9%  ნაწილობრივ ენდობა სასამართლოს, ერთიანობაში 84,9% ენდობა სასამართლოს. კითხვაზე დროულად მოხდა ან ხდება თუ არა მათი საქმის გადაწყვეტა, დადებითი პასუხი დააფიქსირა გამოკითხულთა 79,7%-მა. გამოკითხული რესპოდენტებიდან 79,2%-მა განაცხადა, რომ დროულად გაუწიეს მომსახურება, 81%-მა მიიღო მისთვის საჭირო ინფორმაცია. გამოკითხულთა 85,1%-მა სასამართლოს თანამშრომელთა თავაზიანობა კარგად ან ძალიან კარგად შეაფასა.


    კვლევის მიმდინარეობას საერთაშორისო ორგანიზაციების NORLAG-ის, ABA-ის და UNDP-ის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია