Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა საქმის განხილვა დაასრულა

07-06-2011

2011 წლის 6 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ  დაასრულა გახმაურებული საქმის განხილვა, რომელიც ჯაშუშობასა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან საქართველოს მოქალაქეების თანამშრომლობას შეეხებოდა.


   სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსასჯელები გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში  გადაიბირეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა და აგენტურულ კავშირზე იმყოფებოდნენ მათთან, რომელთა დავალებით მოიპოვებდნენ, აგროვებდნენ და დაუდგენელი არხებით სისტემატურად გადასცემდნენ მათ სხვადასხვა ხასიათის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს და სხვა სახის ინფორმაციებს,  რომლებიც ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლოებად. 


    განსასჯელთა ნაწილი, რომლებიც  სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალებსა და სახმელეთო ჯარებში, ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს საქართველოს შეიარაღებული ძალების, სამხედრო ავიაციის პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების, ქვეყანაში არსებულ სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შესახებ,  გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში  გადაიბირეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა და აგენტურულ კავშირზე იმყოფებოდნენ რუსეთის ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელთან, რომლის დავალებით მოიპოვებდნენ, აგროვებდნენ და დაუდგენელი არხებით სისტემატურად გადასცემდნენ ამ უკანასკნელს სხვადასხვა ხასიათის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს.


    სასამართლომ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, გაეცნო მოწმეთა ჩვენებებს, და განსასჯელები - ედუარდ აბდულაევი, არმენ გევორქიანი, რუბენ ჩიკოიანი, ტარიელ აბაშიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე, დავით მესხიძე დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში, და მათ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთანავე, გელა კაკაბაძე,  დამნაშავედ ცნო საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენასა და შენახვაში და დანაშაულთა ერთობლიობით მას 13 წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო რუსლან გალოგრესა და იური სკრილნიკოვს სასამართლოს განაჩენით ბრალი დაედოთ საქართველოს წინააღმდეგ უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა და საქმიანობა. ორივე მათგანს სასამართლომ 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია