Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

29-07-2011

2011 წლის 28 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ადვოკატ რამინ პაპიძეს მოსამართლის მიმართ აშკარად გამოხატული უპატივცემულობის, სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს ფოიეში მანდატურზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 10 დღის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
   ადვოკატი რამინ პაპიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში შვიდი ბრალდებულის ინტერესებს იცავდა. მათ ბრალად ედებათ  ტელემაუწყებლობის ბლოკირება და ხელში ჩაგდების მცდელობა, რამაც შეაფერხა ამ დაწესებულების ნორმალური მუშაობა, ასევე პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყეეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. 
   აღმკვეთი ღონისძიების და საქმის არსებითი განხილვისას ადვოკატ პაპიძის მომსახურებაზე უარი განაცხადა 3 ბრალდებულმა.
  აღნიშნული საქმის განხილვის პირველივე პროცესებიდან ადვოკატი რამინ პაპიძე სასამართლოს მიმართ გამოხატავდა უპატივცემულობას და სისტემატურად არღვევდა წესრიგს, რაც აისახებოდა კიდეც მის მიმართ განხორციელებულ სანქციებზე, რაც ქრონოლოგიური სიზუსტით ასახულია სასამართლოს ოქმებში.
   საქმის განხილვის ყველა სტადიაზე, ყველა მოსამართლესთან ადვოკატი წესრიგს არღვევდა სხვადასხვა ფორმით.
   2011 წლის 23 მაისს, როცა აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების აღმკვეთი ღონისძიების საკითხი იხილებოდა,   სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო იგი 4-ჯერ იქნა დაჯარიმებული 100, 200, 300 და 1000 ლარით, ე.ი. სულ 1600 ლარით.
   2011 წლის 1 ივლისს,  იგივე საქმის  განხილვისას ადვოკატმა ისევ განაგრძო წესრიგის დარღვევა და იგი 800 ლარით დაჯარიმდა.
   2011 წლის 27 ივლისის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც უკევ არსებითად განიხილავდა  მოსამართლე ვერა დოლიძე ადვოკატი რამინ პაპიძე მიუხედავად მოსამართლის გაფრთხილებისა, არ ემორჩილებოდა  სასამართლოს მითითებებს, გამოხატავდა უპატივცემულობას,არღვევდა წესრიგს სასამართლო სხდომის დარბაზში, რის გამოც მოსამართლის მიერ მას დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, მიუხედავად ამისა, მან დაჯარიმების შემდეგ განაგრძო წესრიგის დარღვევა, რის გამოც მოსამართლემ ჯარიმის ოდენობა დაუყონებლივ  გაუზარდა 300 ლარამდე.
2011 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა რამინ პაპიძემ მიუხედავად სასამართლოში  წესრიგის დარღვევისათვის მის მიმართ არაერთხელ გატარებული ღონისძიებებისა, კვლავ განაგრძო წესრიგის დარღვევა, უპატიცემულობას გამოხატავდა და ხმამაღალი წამოძახილებით აწყვეტინებდა მხარეს  საუბარს მოწმის დაკითხვის პროცესში, ხოლო აღნიშნულის გამო მოსამართლისგან გაფრთხილების მიღების შემდეგ, მოსამართლის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, უხეშად მიმართა მას და არ დაემორჩილა მის მითითებას დაეცვა წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში, რის გამოც დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ადვოკატი რამინ პაპიძე დაჯარიმების შემდეგ კვლავ განაგრძობდა წესრიგის დარღვევას, ყვიროდა სხდომის დარბაზში და უხეშად მიმართავდა სასამართლოს, რის გამოც მოსამართლის განკარგულებით იგი გაძევებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. როდესაც სასამართლოს მანდატურს გაჰყავდა გაძევებული ადვოკატი, მან გასწია წინააღმდეგობა  და ხმამაღლა გაიძახოდა უცენზურო სიტვებს, ხოლო სასამართლოს შენობის ფოიეში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს მანდატურს ი.ზაქარაძეს, რაც გამოიხატა მასში, რომ მუცლის არეში ჩაარტყა  მას ფეხი და აგინა. სასამართლოს მანდატურის მიერ ადვოკატ რამინ პაპიძის დაკავება დარღვევის ჩადენის ადგილზე ვერ მოხერხდა მისი მხარდამჭერების ჩარევის შედეგად, რომლებმაც იგი გაიყვანეს სასამართლოს შენობიდან.
ზემოაღნიშნული ქმედების გამო ადვოკატ რამინ პაპიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2011 წლის 28 ივლისის განკარგულებით შეეფარდა პატიმრობა 10 დღის ვადით.
აღნიშნული ფაქტის ანალიზიდან ჩანს, რომ ადვოკატი, რომელიც თავისი კლიენტის სამართლებრივ დაცვაზე უნდა ზრუნავდეს და ამავე დროს არ უნდა არღვევდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს, მხოლოდ სასამართლოს შეურაცხყოფით და წესრიგის დარღვევით არის დაკავებული.
სასამართლოში წესრიგი რეფორმის ერთ-ერთი მონაპოვარია და ერთეული ადვოკატების მცდელობა, ისევ დააბრუნონ წლების წინანდელი სასამართლო, სადაც სასამართლო მხარეთა ჩხუბის, შეურაცხყოფისა და საქმეების გარჩევის ადგილად იყო ქცეული, შედეგს ვერ მოიტანს.
სასამართლო მოუწოდებს ყველა ადვოკატს, კეთილსინდისიერად გამოიყენონ სასამართლო დარბაზებში შექმნილი სიმშვიდე და წესრიგი და ისე განახორციელონ პროფესიული მოვალეობა. სასამართლო არის მხარეთა სამართლებრივი შეჯიბრის და პოზიციების დაფიქსირების და არა შეურაცხყოფისა და უპატივცემულობის გამოხატვის ადგილი.  ნებისმიერი მცდელობა სასამართლოს შეურაცხყოფისა იქნება კანონიერად შეფასებული. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არის დადგენილი სტანდარტი და ქართული სასამართლოც უკვე აღარ არის გამონაკლისი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია