Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მოქალაქე ვალენტინა ჩერვონაიამ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალსა და სამოქალაქო რეესტრის ბათუმის სამსახურს, სასამართლო დავა მოუგო

24-08-2011

მოქალაქე ვალენტინა ჩერვონაიამ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალსა და სამოქალაქო რეესტრის ბათუმის სამსახურს, სასამართლო დავა მოუგო

   ბათუმისა საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვალენტინა ჩერვონაიას სარჩელი სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის და სამოქალაქო რეესტრის ბათუმის სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა, აღიარებული იქნა ბოლო 10 წლის განმავლობაში მოსარჩელე ვალენტინა ჩერვონაიას საქართველოში კანონიერად ცხოვრების ფაქტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალი დავალდებულდა, ვალენტინა ჩერვონაიას დაუნიშნოს პენსია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
    „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი“-ს მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირმა პენსიის დანიშვნისათვის საჭირო საბუთებთან ერთად სოციალური მომსახურების სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების შესახებ, ხოლო სასამართლოს მიერ ამ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ ვ. ჩერვონაიაზე გაცემული უნდა იქნას კანონით გათვალისწინებული მოხუცებულობის პენსია.
    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია