Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული გაამართლა

27-09-2011

2011 წლის 26 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ემზარ მახარაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ემზარ მახარაძეს პროკურატურა ბრალად სდებდა ქურდობას, კერძოდ, 2011 წლის 09 აგვისტოს ტაქსის მძღოლის ემზარ მახარაძის მიერ დაზარალებულის - ა.ა-ს კუთვნილი ხელჩანთის ფარულად დაუფლებას. ბრალდებულმა ემზარ მახარაძემ როგორც გამოძიების, ასევე საქმის არსებითი სასამართლო განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულის ჩვენება დადასტურდა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა ბრალდებულის ჩვენება მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ემზარ მახარაძე უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და გაამართლა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია