Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

15-11-2011

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ქალაქის ბულვარში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა და ამ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ნინუას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

დანაშაული 2011 წლის 23 აგვისტოს ღამეს მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ლევან ნინუა თავის მეგობრებთან ერთად მანქანით მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაადგილდებოდა, რა დროსაც საგზაო შემთხვევა მოუვიდა და გიორგი ეჯიბაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევას ნინუასა და ეჯიბაშვილის მეგობრებს შორის კონფლიქტი მოჰყვა, რომლის დროსაც ლევან ნინუამ დანის გამოყენებით გულმკერდის არეში დაჭრა გიორგი ეჯიბაშვილის მეგობარი გიორგი ლალიაშვილი. დაჭრილი და მისი მეგობრები გაიქცნენ, მაგრამ ლალიაშვილი მიყენებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დამნაშავე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

საქართველოს სს კოდექსით, ლევან ნინუას მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებსა და ბრალდებულის მიერ მიცემულ აღიარებით ჩვენებაზე დაყრდნობით, ლევან ნინუას მიმართ შერაცხული ბრალი დადასტურებულად ცნო და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია