Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულების მიმართ განაჩენი გამოიტანა

28-12-2011

2011 წლის 27 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ-სა და დ.ა.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.დანაშაული 2011 წლის 12 აპრილს ქ.სტამბულში მოხდა.

         

         თურქეთის რესპუბლიკაში, ქ.სტამბულში მდებარე სასტუმრო ”ბაჰარი”-ს მფლობელთან _ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.შ.-თან შელაპარაკების გამო მასზე განაწყენებულმა გ.ჯ.-მ გადაწყვიტა მოეკლა იგი, რის თაობაზეც შეუთანხმდა თავის ახლობელს, დ.ა.-ს და მასთან ერთად, 2011 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 03 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მივიდა სასტუმრო ”ბაჰარში”. დ.ა. სასტუმროს ადმინისტრატორთან _ გ.ყ.-თან დარჩა, რომელსაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას, ხოლო გ.ჯ. ავიდა სასტუმროს მეორე სართულზე მდებარე ოთახში, სადაც ნ.შ. თავის მეგობარ ქალთან, უზბეკეთის მოქალაქე რ.ი.-თან ერთად იმყოფებოდა და დააკაკუნა კარზე. როდესაც ნ.შ.-მ გააღო კარები, გ.ჯ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლით მარჯვენა თვალის ქვეშ შემავალი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას, რის შემდეგაც რ.ი.-ს მიმართულებით განახორციელა გასროლა და შუბლის არეში შემავალი ჭრილობა მიაყენა მას. ამის შემდეგ გ.ჯ. დაბრუნდა დ.ა.-თან და, ვინაიდან, ოთახიდან ისევ ისმოდა მომაკვდავი რ.ი.-ს ხმა, ამჯერად დ.ა. ავიდა ოთახში და მოახრჩო იგი. რამოდენიმე წუთში, როცა დარწმუნდნენ, რომ სისრულეში მოიყვანეს განზრახვა, გ.ჯ. და დ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.ჯ.-მ და დ.ა.-მ. დატოვეს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორია და ორივენი ქართველი სამართალდამცავების მიერ იქნენ დაკავებული.

        

           სასამართლომ დაადგინა რა, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებს ბრალდებულების მიერ მათზე შერაცხული ქმედების ჩადენას, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის გ.ჯ.-ს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, დ. ა.-ს კი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია