Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

29-12-2011

   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, სტუდენტთა და იურისტთა პროფესიულ განვითარებას და სამართლებრივი კვლევების წარმართვას.
 
დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების და სემინარების ჩატარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის ფარგლებში გამოყენებულ იქნება მატერიალურ-ტექნიკური რესურსები და ბიბლიოთეკები.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თვმჯდომარემ თემურ გოგოხიამ და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ.

 

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია