Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორმა თემურ თურმანიძემ 2014 წლის 29 მაისს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდული სასამართლო”.

30-05-2014
 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორმა თემურ თურმანიძემ 2014 წლის 29 მაისს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდული სასამართლო”.

დამფუძნებლები აგრეთვე არიან: შალვა ნიკვაშვილი, დავით სამნიძე და მაია ოქროპირიძე.

   საქართველოს ახალგაზრდული სასამართლო სულ შედგება 13 წევრისგან, რომლებმაც ერთხმად აირჩიეს ახალგაზრდული სასამართლოს იდეის ავტორი თემურ თურმანიძე ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

 ორგანიზაციის მიზნებია:

1) მომავალი იურისტებისთვის მაღალკვალიფიციური უნარ-ჩევების გამომუშავება;

2 ) იურიდიული პროფესიის განვითარება;

3) ღირსეული და პროფესიონალი იურისტების აღზრდა;

4) საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვება.

             ორგანიზაცია ახლო მომავალში აპირებს პროექტის ,,საქართველოს ახალგაზრდული სასამართლო”-ს განხორციელებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს მაშტაბით სტუდენტების შერჩევას და მათი მონაწილეობის მიღებას იმიტირებულ პროცესებში.

  როგორც თემურ თურმანიძე აცხადებს, პროექტი იქნება ყოველწლიური  და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს.

 იმიტირებულ პროცესებში იგეგმება აგრეთვე მოქმედი მოსამართლეების მონაწილეობა, რომლებიც ტრენინგიების მეშვეობით ხელს შეუწყობენ შერჩეული სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია