Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2012 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

17-03-2012

 

  2012 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის მოსამართლეებს და სასამართლოს მენეჯერს. მოსამართლეები მოსწავლეებს ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, საოჯახო დავებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და ასეთი კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკაზე. მოსწავლეები დაინტერესდნენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა სამართალწარმოებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, მათთვის სასურველ კითხვებზე მოსამართლეებისაგან მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ სასამართლოს თანამშრომლებმა გადასცეს ბროშურები "ბავშვი და სამართალი". მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობითა და თანამშრომელთა გულისხმიერებით და ხშირად შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. ბათუმის საქალაქო სასამართლო ახლო მომავალში აპირებს აჭარის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რითაც მსგავს შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი მიეცემა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია