Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2014 წლის 11 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა იუსუფ ლაკაევის, თემურ ბახუნტარაძისა და ფირუზ წულუკიძის მიმართ

11-06-2014
2014 წლის 11 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა  იუსუფ ლაკაევის, თემურ ბახუნტარაძისა და ფირუზ წულუკიძის მიმართ


 საქმის მასალების მიხედვით, იუსუფ ლაკაევს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19.3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თემურ ბახუნტარაძეს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის   236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ფირუზ წულუკიძეს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

 

1.  ბრალდებულ იუსუფ ლაკაევის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19.3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19.109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”გ” ქ/პუნქტზე.

იუსუფ ლაკაევი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”გ” ქ/პუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მას:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19.109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”გ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, იუსუფ ლაკაევს სასჯელის სახედ და       ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

იუსუფ ლაკაევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

იუსუფ ლაკაევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 13 სექტემბრიდან.

 

2. ბრალდებული თემურ ბახუნტარაძე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 თემურ ბახუნტარაძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით   წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

თემურ ბახუნტარაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას:

საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა  2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თემურ ბახუნტარაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.

თემურ ბახუნტარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

თემურ ბახუნტარაძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 13 სექტემბრიდან.

 

3. ბრალდებული ფირუზ წულუკიძე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 ფირუზ წულუკიძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით   წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ფირუზ წულუკიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას:

საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა   2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ფირუზ წულუკიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

ფირუზ წულუკიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

ფირუზ წულუკიძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 13 სექტემბრიდან.

 

            აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.


 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია