Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნათესავის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისათვის ბრალდებულის მიმართ განაჩენი გამოიტანა

23-03-2012
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნათესავის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისათვის ბრალდებულის მიმართ განაჩენი გამოიტანა

ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში, 2011 წლის 03 დეკემბერს ჩადენილი სასტიკი მკვლელობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ანზორ ჩ.-ს განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 წელს გაატარებს.

  2011 წლის 03 დეკემბერს, საღამოს საათებში ანზორ ჩ.-მ, თავისი ძმისგან გაიგო, რომ მის ქალიშვილს _ ჯეირან ჩ.-ს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონია ნათესავთან, მეზობლად მცხოვრებ ჯემალ ჩ.-სთან, რომლისგანაც 2011 წლის 30 ნოემბერს შესძენია შვილი. აღნიშნული მიიღო რა ოჯახის შეურაცხყოფად, განაწყენებულმა ანზორ ჩ.-მ განიზრახა განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა ჯემალ ჩ. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე ღამით, დაახლოებით 22 საათზე, მან თავისი საცხოვრებელი სახლიდან აიღო ხელცული და დანა, რის შემდეგაც მივიდა ჯემალ ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში და შესასვლელ ჭიშკართან დაელოდა მეზობელთან სტუმრად მყოფი ჯემალ ჩ.-ს დაბრუნებას. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მან შენიშნა ჯემალ ჩ., რომელსაც ჭიშკართან დახვდა ხელცულითა და დანით შეიარაღებული. ანზორ ჩ.-მ მცირედი შელაპარაკების შემდეგ ჯემალ ჩ.-ს ხელცულითა და დანის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, ცამეტი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა _ კისრის მიდამოში, ორივე საერთო საძილე არტერიის და მათი თანმხლები სისხლძარღვების დაზიანებით, ჭრილობის ირგვლივ მდებარე კუნთოვან ქსოვილებში მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, ერთი შემავალი გულმკერდის ღრუში მარცხენა ნეკნის სრული გადაკვეთით და პლევრის ღრუს დაზიანებით, რის შედეგადაც ჯემალ ჩ. ადგილზევე გარდაიცვალა.

  ბრალდებულმა ანზორ ჩ.-მ აღიარა ჯემალ ჩ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ დანაშაული განსაკუთრებული სისატიკით არ ჩაუდენია, ვინაიდან, მას მსხვერპლისთვის განსაკუთრებული ტკივილისა და ტანჯვის მიყენება განზრახული არ ჰქონია.
   სასამართლომ დაადგინა რა, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ანზორ ჩ.-ს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია