Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ქურდობაში ბრალდებული პირის მიმართ

04-05-2012
ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ქურდობაში ბრალდებული პირის მიმართ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 03 მაისის განაჩენით ჯამბულ დუმბაძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

  ჯამბულ დუმბაძეს ბრალი ედებოდა მასში, რომ 2012 წლის 08 აპრილს, გამთენიისას, იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსის მგზავრის, უზბეკეთის მოქალაქე ჰილოლა ხუდაიბერდიევას კუთვნილ თანხას   50 აშშ დოლარსა და 160 ლარს.

 

  როგორც გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს, ჯამბულ დუმბაძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ჰილოლა ხუდაიბერდიევასთვის თანხა მას არ მოუპარავს.

 

  საქმის არსებითი სასამართლო განხილვისას დაიკითხა დაზარალებული ჰილოლა ხუდაიბერდიევა. მისი ჩვენების, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი საკმარისი არ იყო წარდგენილი ბრალდებით ჯამბულ დუმბაძის დამნაშავედ ცნობისათვის და, შესაბამისად, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია