Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს

15-05-2012

ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის №20 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის მოსამართლეებს და სასამართლოს მენეჯერს.

მოსამართლეები მოსწავლეებს ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, საოჯახო დავებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და ასეთი კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკაზე.

მოსწავლეები დაინტერესდნენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა სამართალწარმოებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, მათთვის სასურველ კითხვებზე მოსამართლეებისაგან მიიღეს შესაბამისი განმარტებები.

შეხვედრისას მათ გადაეცათ ბროშურები "ბავშვი და სამართალი".მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობითა და თანამშრომელთა გულისხმიერებით და ხშირად შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.ბათუმის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია