Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

16-05-2012
ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის განაჩენით მანანა მჟავანაძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

  მანანა მჟავანაძეს ბრალი ედებოდა მასში, რომ 2012 წლის 03 მარტს საღამოს საათებში, მანანა მჟავანაძე მივიდა ქ. ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N94, ბ. N36-თან და წინასწარ დაქირავებული მისთვის უცნობი მუშის დახმარებით გატეხა კარების საკეტი და საკიდი ბოქლომი, რის შემდეგაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა და დაიკავა, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე იური ჟურბინის და სირანუშ ავეტისიანის მფლობელობაში არსებული, ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, რითაც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა.

 

როგორც გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს, მანანა მჟავანაძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას არ ჰქონდა განზრახვა, რომ მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესულიყო აღნიშნულ ბინაში, ვინაიდან მან იცოდა, რომ ბინა არავის საკუთრება არ იყო, რის შესახებაც ჰქონდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და როდესაც მან გაიგო, რომ აღნიშნული ბინა იყო სხვის მფლობელობაში, ნებაყოფლობით დატოვა.

 

ბრალდებულის ჩვენება დადასტურდა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა ბრალდებულის ჩვენება მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მანანა მჟავანაძე უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია