Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარდგინებაზე საქმის წარმოება დაასრულა

25-07-2014
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარდგინებაზე საქმის წარმოება დაასრულა

2014 წლის 04 ივლისის N3/1/583 განჩინებით განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ  წარდგინების ავტორის - ბათუმის საქალაქო სასამართლოს - მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია, შესაბამისად ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლიას მე-2 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე (საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას) შეწყდა საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოს N583 წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განჩინებაში განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 23 მაისს მიიღო გადაწყვეტილება N3/1/574 საქმეზე  და საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა.


ამდენად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წარდგინების და მასში ასახული ფაქტების საფუძვლიანობა.

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია