Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს

27-06-2012

 

 ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას გადიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში.

 ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის მოსამართლეებს და სასამართლოს მენეჯერს.

 მოსამართლეები მოსწავლეებს ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, საოჯახო დავებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და ასეთი კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკაზე.მოსწავლეები დაინტერესდნენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა სამართალწარმოებით, მათთვის სასურველ კითხვებზე მოსამართლეებისაგან მიიღეს შესაბამისი განმარტებები.

 შეხვედრისას მათ გადაეცათ ბროშურები "ბავშვი და სამართალი".

 მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობითა და თანამშრომელთა გულისხმიერებით და ხშირად შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

 ბათუმის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია