Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

იმიტირებული პროცესები ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

25-06-2012

 

  2012 წლის 21 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში - "ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა"-ს ორგანიზებით გაიმართა ხუთი იმიტირებული სხდომა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისათვის. პროცესებში მხარეებად მონაწილეობდნენ მოქმედი ადვოკატები (როგორც დაცვის ასევე ბრალდების), ხოლო მსაჯულებად მოწვეულნი იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაიურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. ხუთივე პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს გამამართლებელი ვერდიქტი.


 ორგანიზატორებმა, ადვოკატებმა, სტუდენტებმა და დამსწრე პირებმა იმიტირებული პროცესები შეაფასეს დადებითად და მათი მომავალში კვლავ გამართვის სურვილი გამოთქვეს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია