Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

04-09-2012
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

 

  ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 03 სექტემბრის განაჩენით ვალერი ნაკაშიძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

  ვალერი ნაკაშიძეს ბრალი ედებოდა მასში, რომ 2012 წლის 26 ივნისს ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით ფარულად დაეუფლა ზალიკო მაკარიძის საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო 950 ევრო, 10 აშშ დოლარი და 215 ლარი.

 

  როგორც გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულმა ვალერი ნაკაშიძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მოძრაობდა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, რა დროსაც, სამუხრუჭე სისტემას შეამჩნია ხარვეზი და გააჩერა ავტობუსი, ძირს იპოვა საფულე და აიღო, რის შემდეგ, გააგრძელა ხაზზე მუშაობა. გააკეთა ერთი ბრუნი სამარშუტო ხაზზე და შემდეგი ბრუნის შუალედში დაუზიანდა ავტობუსის მარცხენა უკანა საბურავი, რის გამოც, შევიდა ქ. ბათუმში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარე ავტოპარკში, სადაც იმყოფებოდა 23 საათამდე. განმარტა, რომ აპირებდა აღნიშნული საფულე წარედგინა სამართალდამცავი ორგანოსათვის, რა დროსაც, დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა, ამის შემდეგ გამოცხადდა პოლიციაში და წარადგინა უკლებლივ ყველაფერი. ბრალდებულმა ვალერი ნაკაშიძემ არ სცნო თავი დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.

 

  ბრალდებულის ჩვენება სრულად დადასტურდა დაზარალებულ ზალიკო მაკარიძის და მოწმეების ვახტანგ გიორგაძის და რამაზ კობიძის მიერ მიცემული ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ბრალდებულის ჩვენებები მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა წარდგენილი ბრალდებით მისი დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვალერი ნაკაშიძე უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია