Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე ერთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

14-09-2012
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე ერთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

 

  ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ნონა ჭოჭუა უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში.

 

   ნონა ჭოჭუას ბრალი ედებოდა ქურდობაში, კერძოდ, 2012 წლის 10 მარტს იგი ფარულად დაეუფლა სხვის კუთვნილ კომპიუტერს, რომლის ღირებულება 800 ლარს შეადგენდა.

 

  როგორც გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულმა ნონა ჭოჭუამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

  საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე, ბრალდებულის ჩვენება სრულად დადასტურდა. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ბრალდებულის ჩვენებები მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა წარდგენილი ბრალდებით მისი დამნაშავედ ცნობისათვის. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნონა ჭოჭუა უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია