Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2014 წლის 19 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტის „სასამართლოს ოლიმპიადის“ პირველი ტური

20-10-2014
2014 წლის 19 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტის „სასამართლოს ოლიმპიადის“ პირველი ტური

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ორგანიზებით აჭარის რეგიონის სკოლის მოსწავლეებისათვის მიმდინარე პროექტის „სასამართლოს ოლიმპიადის“ პირველი ტურში გაიმარჯვეს - ხულოს მუნიციპალიტეტში - ქედლების საჯარო სკოლის გუნდმა, შუახევის მუნიციპალიტეტში - ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის (საპატრიარქოს) სკოლის გუნდმა, ქედის მუნიციპალიტეტში - გეგელიძეების საჯარო სკოლის გუნდმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში  - ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში - ქ.  ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის გუნდმა და ქ. ბათუმის თვითმმართველ ერთეულში - ბათუმის N16 საჯარო სკოლის გუნდმა. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები.

აღნიშნული პროექტის მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის მთავარ პირობად დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის  პოზიცირება, ხოლო ამოცანებია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის მნიშვნელობისა და უმთავრესი პრინციპების შესახებ და ახალგაზრდა თაობაში ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომლებიც გაზრდის მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.

 

2014 წლის 02 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ზემოთაღნიშნული პროექტის „სასამართლოს ოლიმპიადის“ ფინალური ტური, სადაც მონაწილეობდნენ აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტებში და ქ. ბათუმის თვითმმართველ ერთეულში გამარჯვებული გუნდები.

პირველი ადგილი ერგო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მეორე ადგილი ქ. ბათუმის თვითმმართველი ერთეულის N16 საჯარო სკოლოს მოსწავლებს, ხოლო მესამე ადგილი ქ. ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.


პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები პროექტის ხარჯებით ა/წლის 18 ნოემბერს გაემგზავრებიან საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მართლმსაჯულების სასახლესა და პრეზიდენტის რეზიდენციაში ექსკურსიაზე.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია