Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მოსწავლეთა შეხვედრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

12-11-2014
მოსწავლეთა შეხვედრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

2014 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული სასამართლოს ორგანიზებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა შეხვედრა ურეხის №28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. 

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები სისხლის სამართლის პროცესს დაესწრნენ, ხოლო პროცესის შემდგომ მათ ლექცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ბატონმა დავით მამისეიშვილმა წაუკითხა.

ლექციის შემდგომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა ბატონმა ივერი აბაშიძემ მოსწავლებს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და გააცნო თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკა.

აგრეთვე მოსწავლეებს დისკუსიის რეჟიმში შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ დასწრებოდნენ სასამართლოს კანცელარიისა და არქივის სამუშაოებს. 

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ქალბატონმა ირმა ცინცაძემ მსგავსი შეხვედრების სურვილი სამომავლოდაც გამოთქვეს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია