Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ააიპ „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ ლოკალური ჯგუფი - ელსა ბათუმსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11-12-2014
ააიპ „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ ლოკალური ჯგუფი - ელსა ბათუმსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ელსასა“ და „სასამართლოს“ ურთიერთთანამშრომლობის გზით:

  • ერთობლივი პროექტების ორგანიზებას;
  • სტუდენტებისათვის სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას;
  • სტუდენტებისათვის მიღებული თეორიული ცოდნის პარქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას;
  • „სასამართლოს“ პრატიკულ საკითხებში სტუდენტების ჩარულობას;

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას. 

მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად:

·                     ელსა“ უზრუნველყოფს „სასამართლოსთან“ პარტნიორობით სტუდენტბისათვის აქტუალური პროექტების (იმიტირებული სასამართლო პროცესები, საჯარო ლექციები, სამართლის სკოლები და სხვა) ორგანიზება, სტუდენტების ჩართულობას იმ საკითხებში, რომელიც აქტუალურ იქნება „სასამართლოსათვის“, ასევე კვალიფიციური და კომპეტენტური სტუდენტების შერჩევის ხელშეწყობას მომავლი სტაჟირებისათვის და დასაქმებსიათვის,  რაც აქტუალურია და რაც არ ეწინააღმდეგება მხარეთა მიზანსა და საქმიანობის სფეროსი.

·                     „სასამართლო“ უზრუნვეყოფს საკუთარი კომპეტენციისა და ინტერესის ფარგლებში იმ პროექტების დახმარებასა და ხელშეწყობა, რომლებსაც განახორციელებს „ელსა“, პროექტის პარტნიორობის შემთხვევაში ასევე „ელსას“ მიერ ორგანიზებულ პროექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით დახმარებას, სასამართლო დარბაზების გამოყოფას, იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე მოქმედ მოსამართლეთა დახმარებას და ისეთი ქმედებების განხორიცელებას რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობასა და მისი საქმიანობის სფეროს.

·                     მხარეთა შეთანხებით დახმარება შეიძლება განხორციელდეს განსხვავებული სახითაც.

 


ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა ივერი აბაშიძემ და ააიპ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ ლოკალური ჯგუფი - ელსა ბათუმი (შემდგომში „ელსა“)
გენერალურმა მდივანმა სოფიო ქარცივაძემ.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია