Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების რამაზ დევაძის და ბესიკ მამულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

30-12-2014
ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების რამაზ დევაძის და ბესიკ მამულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

2014 წლის 29 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების რამაზ დევაძის და ბესიკ მამულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

   

ბრალდებულების პირველი წარდგენის სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და  აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები, მიიჩნია, რომ პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ბრალდებულების - რამაზ დევაძის და ბესიკ მამულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა.

   

სასამართლოს მიაჩნია, რომ რამაზ დევაძის მხრიდან სახეზეა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მნიშვნელოვანი საფრთხე, კერძოდ წარმოდგენილი მასალების თანახმად, იგი  ნასამართლევია არაერთი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ გამოტანილი იქნა 2014 წლის 16 დეკემბერს, რამოდენიმე დღეში დასაბუთებული ვარაუდით კი კვლავ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის - სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

 

სასამართლომ ასევე გაიზიარა პროკურორის პოზიცია მიმალვის საფრთხის შესახებ და აღნიშნავს, რომ რამაზ დევაძე დაკავებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას, რაც დამატებით მიუთითებს შესაძლო მიმალვის საფრთხის მაღალ ალბათობას.

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ასევე დასაბუთებულია  ბრალდებულ ბესიკ მამულაძის  მიმართ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა და დამატებით განმარტა, რომ სახეზეა ამ უკანასკნელის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი საფრთხე, რასაც ადასტურებს ბრალდებულის ქმედება აწ გარდაცვლილ თარაშ მუკბანიანთან, ილაჰე მოლაზადესთან და ფირუზა აბდულაევასთან. დასაბუთებული ვარაუდით შესაძლოა ამ ეტაპზე დადგენილად ჩაითვალოს, რომ  რამაზ დევაძეს ბრალად შერაცხული ქმედებას - განზრახ მკვლელობას წინ უსწრებდა ბესიკ მამულაძის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

 

მითითებულ საქმეზე მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ დაინიშნა წინასასამართლო სხდომა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია