Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მოსწავლეთა ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

04-02-2015
მოსწავლეთა ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

2015 წლის 3 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს ახალგაზრდული სასამართლოს ორგანიზებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოეწყო ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი.
            შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს ლექცია მოსამართლეთა დანიშვნისა და სასამართლოთა საქმეების განხილვის თავისებურებებზე წაუკითხა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბატონმა გოჩა ფუტკარაძემ. ლექციის მსვლელობისას ბავშვებმა დასვეს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები, რაზეც კომპეტენტური და კვალიფიციური პასუხები მიიღეს.

  ლექციის შემდგომ საქართველოს ახალგაზრდული სასამართლოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობა და მოესმინათ შენობის შესახებ ისტორია.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია