Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო სხდომა გაიმართა

18-05-2015
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო სხდომა გაიმართა

2015 წლის 17 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს ახალგაზრდული სასამართლოს ერთობლივი ორგანიზებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო სხდომა გაიმართა,,სახელმწიფო გიორგი სანიკიძის წინააღმდეგ".

ნაფიც მსაჯულებად მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები, ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლი) საქმეზე გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს.  

ბრალდებული გიორგი სანიკიძე გათავისუფლებულ იქნა სხდომის დარბაზიდან.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სხდომის დასრულების შემდგომ საქართველოს ახალგაზრდული სასამართლოს თავმჯდომარემ თემურ თურმანიძემ მონაწილეები სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო მომავალშიც  გააგრძელებს ასეთი სახის აქტივობებს.

 

იხ. ბმული:

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია